Monday, November 9, 2009

საქართველოს ტყეები

საქართველოს ტყეები

1. პროექტის სახელი: საქართველოს ტყეები.

2. პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები გაეცნობიან საქართველოს ტყეებში წარმოდგენილ ხის ჯისებსს, გაარკვევენ, რომელ ტყეს აქვს მინიჭებული დაცული ტერიტორიის, ნაკრძალის და აღკვეთილის სტატუსი. გაეცნობიან ბუნებრივ ძეგლებს.

3. პროექტის სრული აღწერა: პროექტის განხორციელების პროცესში უნდა იქნას იქნას მოძიებული მასალა საქართველოს ტყეების შესახებ - ფართობი, დაცულობის სტატუსი და სხვა მონაცემები. მოსწავლეები უნდა გაეცნონ წითელ წიგნში შეტანილ ხის ჯიშებს და ტყის ბინადართა სახეობებს. კერძოდ, მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ მასალები აჯამეთის, ბიჭვინთა-მიუსერის, ბორჯომ-ხარაგაულის, ყაზბეგის უტყეო დასხვა ნაკრძალების შესახებ. გაარკვიონ, რომელ მათგანშია ბუნებრივი ძეგლების სიუხვე, რომელი ნაკრძალია შეტანილი ტურისტულ მარშრუტებში და მოძიებული მასალები ხომ არ იძლევა ახალი მარშრუტების შექმნის საშუალებას. უნდა შეიქმნას ელექტრონული ჟურნალი მოძიებული ფოტო და ვიდეო მასალით. უნდა გამახვილდეს ყურადება ვანდალურ ფაქტზე, როცა 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის ინტერვენციის დროს გამიზნულად მოხდა ტყეების გადაწვა და უნდა შეფასდეს ამ ფაქტის შეფასება.

4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: მე-9 და მე-10 კლასები, 15-16 წელი.

5. ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოძიებული მასალების განხილვა, ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის ანალიზი, ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგის დათვალიერება ინტერნეტის მეშვეობით საჭირო ლიტერატურის შესახებ ინფორმაციის მისაღებად.

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: კვლევამ შესაძლოა გაზარდოს იშვიათი ხის ჯიშების ჩამონათვალი და მათი გავრცელების არეალი საქართველოს ტერიტორიაზე, შეიქმნას ახალი ტურისტული მარშრუტები. შეიქმნება ელექტრონული ჟურნალი, გამდიდრებული ვიზუალური მასალით, რომელიც განთავსდება ინტერნეტში

8. სარგებელი სხვებისათვის: სათანადოდ ილუსტრირებული მასალის განთავსებამ ინტერნეტში, შესაძლოა ხელი შეუწყოს საქართველოში ტურიზმის განვითარებას. და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ქვეყანას, პროექტში მონაწილე ბავშვების სახით შეემატება ბუნებისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების მქონე ინფორმირებული მოქალაქეები.

9. სამუშაო ენა: ქართული

10. საგნებთა, საგნობრივ ჯგუფებთან, ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბიოლოგია, ინფორმატიკა, ისტორია.

11. მონაწილეები სხვა სკოლიდან: სურვილის მიხედვით შესაძლებელია ჩაერთონ როგორც მშობლები, ასევე მოზარდები მეზობელი სკოლებიდან

12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: 192-ე საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი, იზოლდა გელაშვილი

13. პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: izogelashvili@gmail.com